ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში. სწორ ადგილას იყო, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდმომარემ, შალვა პაპუაშვილმა საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ მიღებულ რეზოლუციაზე განაცხადა.

მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია.

„ქალბატონი სალომე დაბრუნდა თავის სამშობლოში. სწორ ადგილას იყო, სადაც საქართველოს და ქართველი ხალხის მიმართ მტრული რეზოლუცია იქნა მიღებული. ორგანული იყო ის სურათი, რაც ვიხილეთ. ქალბატონი სალომე თავის სამშობლოში საქართველოს წინააღმდეგ მტრული ნაბიჯების ერთ-ერთი თანაორგანიზატორია“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

საფრანგეთის ეროვნულმა ასამბლეამ საქართველოს შესახებ რეზოლუცია მიიღო, რომელიც „საქართველოს მთავრობის ავტორიტარულ კურსს გმობს და ქვეყნის ევროპული მომავლის მხარდაჭერას გამოხატავს“.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის ეროვნული ასამბლეის მიერ საქართველოს შესახებ რეზოლუციის განხილვას დაესწრო.