სამწუხაროდ, კაია კალასი დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახეა, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა და განმარტა, რომ ევროკავშირის პოლიტიკა მხოლოდ სხვებს არ აზიანებს, არამედ აზიანებს თავად ევროკავშირსაც.
„იმედი მაქვს, რომ ბრიუსელში ამ წერილს გულდასმით კითხულობენ და აქედან დასკვნებს გამოიტანენ. იმ საგარეო პოლიტიკას, რომელიც ევროკავშირს აქვს და რომელსაც კაია კალასი განასახიერებს, ყველა ვხედავთ. ევროკავშირის შიგნით მის მიმართ უკმაყოფილებაა, აშშ-ის საგარეო საქმეთა მინისტრი არც კი ხვდება მას. სამწუხაროდ, კაია კალასი დღეს ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის სახეა. როგორც ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აქ მიტინგებზე იდგა, ზუსტად იგივე ფილოსოფიის საგარეო პოლიტიკა აქვს დღეს ევროკავშირს რომელიც გარდა იმისა, რომ სხვებს აზიანებს, უპირველეს ყოვლისა აზიანებს საკუთარ თავს“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.









