როგორ შეიძლება კონსტიტუციის დაცვამ დააზიანოს და კონსტიტუციის დარღვევამ არ დააზიანოს ჩვენი ევროპელობა?! რა თქმა უნდა, ყველა, ვინც ასეთ კითხვას დასვამს ნებისმიერი დისკუსიის აბსურდში შედის, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

მისი თქმით, ქვეყნის უმრავლესობისგან სალომე ზურაბიშვილს აღარ აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია და აღარ შეუძლია საუბარი ქვეყნის სახელით.

„სალომე ზურაბიშვილს სამართლებრივი ლეგიტიმაცია აღარ აქვს ასეთი ვიზიტებისთვის და ეს თქვა საკონსტიტუციო სასამართლომ, რომელიც ერთადერთი ორგანოა ამ ქვეყანაში, რომელსაც შეუძლია ასეთი სამართლებრივი დასკვნის დადება. მეორე მხრივ, მას აღარ აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდან, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის ამომრჩევლის უმრავლესობას. ჩვენი ქვეყნის უმრავლესობისგან მას აღარ აქვს პოლიტიკური ლეგიტიმაცია. აქედან გამომდინარე, მას აღარ შეუძლია საუბარი ჩვენი ქვეყნის სახელით“, - აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.