რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, ამ რისკებს მონიტორინგს უწევს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები - ის, რომ არცერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მოხდა, სწორედ იმის დამსახურებაა, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ, რომელიც რუსული ორგანიზაციის მიერ, თბილისში დაგეგმილ ფორუმს შეეხებოდა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, მისთვის ამ ღონისძიებაზე არაფერია ცნობილი. მისი განცხადებით, რუსეთთან ურთიერთობის წინაპირობა ცნობილია და ეს არის დეოკუპაცია.
"სხვადასხვა ჯგუფი არსებობს, სხვადასხვა იდეები და აზრები შეიძლება ჰქონდეთ სხვადასხვა ჯგუფებს. საქმე იმაშია, რომ ის, რაც საქართველოს უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს, ამ რისკებს მონიტორინგს უწევს ჩვენი უსაფრთხოების სამსახურები და მგონი, ყველა რწმუნდება, რომ განსაკუთრებით ამ რთულ გარემოში, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ის, რომ არცერთი უსაფრთხოების რისკის რეალიზება არ მოხდა, სწორედ იმის დამსახურებაა, რომ შესაბამისი მონიტორინგის ქვეშ არის ყველა შესაძლო დესტრუქციული ქმედება. ამ კონკრეტულ ღონისძიებაზე მე არანაირი ინფორმაცია არ მაქვს. რაც შეეხება რუსეთთან ურთიერთობას, მგონი, ცნობილია საერთო ჯამში, რა არის წინაპირობები, ეს არის დეოკუპაცია საქართველოსთვის“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.