გეკა გელაძე გადადის შს მინისტრის მოადგილედ, უპირველეს ყოვლისა, მინდა გეკა გელაძეს მადლობა გადავუხადო მისი საქმიანობისთვის უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის რანგში და წარმატება ვუსურვო მის შემდეგ საქმიანობაში, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, სუს-ის ახალი ხელმძღვანელის კანდიდატურის კენჭისყრა ოთხშაბათს გაიმართება.
„უკვე შემოსული არის პრემიერ-მინისტრის მიერ დასახელებული წარდგინება კანდიდატურის თამაზ ბორაშვილის, რომელსაც დღეს გადავცემთ თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტს. რეგლამენტიდან გამომდინარე, ვინაიდან ჩანიშვნა არის საჭირო კომიტეტის სხდომის, ოთხშაბათს დილით ჩაინიშნება კომიტეტის სხდომა ორდღიანი ვადის გათვალისწინებით და ოთხშაბათს გვექნება უკვე კანდიდატურაზე კენჭისყრა პარლამენტში“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.










