პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ბათუმში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება და ოჯახებს უსამძიმრებს.
"სიტყვები უძლურია, გადმოსცეს ის ტკივილი, რომელიც ბათუმში მომხდარმა ტრაგედიამ თოთოეულ ჩვენგანში გამოიწვია.
ორი პატარა სიცოცხლის დაკარგვა ძალიან მძიმე და მოუშუშებელი ჭრილობაა მათი ოჯახებისა და მთელი ქვეყნისთვის.
ღრმა მწუხარებით და უდიდესი გულისტკივილით ვუსამძიმრებ ოჯახებს, ბათუმელებს და ჩვენს საზოგადოებას."