„ტვ პირველს“ ცხოვრება კარგად გაქვთ აწყობილი. გამავრცელებელიც თქვენ ხართ, ბრალმდებელიც თქვენ ხართ, მოსამართლეც თქვენ ხართ, დაადგინეთ მტყუან-მართალი და ახლა გინდათ ჩემი კომენტარი, - ასე უპასუხა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვას, რომელიც ბიძინა ივანიშვილის რუსეთში თითქოს საიდუმლო ოფისს არსებობას ეხებოდა.
„არანაირ ჩანაწერზე კომენტარის გაკეთებას არ ვაპირებ. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, რამდენს უვლით 2011 წლიდან მოყოლებული, მაშინ, ჩვეულებრივი მოქალაქე ვიყავი და ზურაბ ჯაფარიძე სანამ „გირჩი“ გახდებოდა, როცა ვითომ ენჯეოშნიკობდა და მერე მივხვდით, რომ ის იყო „ნაციონალური მოძრაობის“ „ენჯეო“, იმ მომენტიდან გაიხსენეთ როგორ უვლიან ბიძინა ივანიშვილს რომ რაღაც მოუძებნონ. 13 წელი გავიდა და ვერაფერი ხელშესახები ამ ადამიანთან ვერ ნახეთ. ერთადერთი რაც ვნახეთ, „ტვ პირველის“ მეპატრონეს მამუკა ხაზარაძეს პირველი მილიონი რუბლებში ჰქონია გაკეთებული რუსეთში.ასე, რომ რუსეთი მოიკითხეთ თქვენთან“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.