მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით საქართველოში განთავსებულ საელჩოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მოვუწოდებ ბრიუსელს, მათ შორის, რომ არ წაახალისონ ძალადობა პოლიტიკური მოტივებით, - განუცხადა ჟურნალისტებს უნგრეთში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ესენი არიან ემოციურად დაზიანებული ადამიანები, რომლებიც საკუთარი ემოციური არამდგრადობის გამოვლინებას ახდენენ ასეთ სიტუაციაში.
„მთავარი პრობლემა არის შემდეგში, რომ ეს ძალადობა არის წაქეზებული, მათ შორის ზოგიერთი უცხოელი აქტორის მხრიდან, რომელიც შემდეგ ასეთ ადამიანებს ტაშს უკრავს და ესალმება. ამიტომ, მოვუწოდებ ყველას, განსაკუთრებით საქართველოში განთავსებულ საელჩოებს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისა და მოვუწოდებ ბრიუსელს, მათ შორის, რომ არ წაახალისოს ძალადობა პოლიტიკური მოტივებით“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
ცნობისათვის: სტრასბურგში საქართველოს დელეგაციას ე.წ. აღშფოთებული მოქალაქე მარი კაიშაური დახვდა. ის „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შეურაცხმყოფელი სიტყვებით მიმართავდა.