საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით მონტენეგროში იმყოფება.
მისივე განმარტებით, მონაწილეობას მიიღებს ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრ და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების პირველ სამიტში.
"დღეიდან დაიწყო საპარლამენტო დელეგაციის ვიზიტი მონტენეგროში.
ამ შემთხვევაში, როგორც შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი, მონაწილეობას მივიღებ ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეის წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავმჯდომარეების რიგით პირველ სამიტში.
მექნება შესაძლებლობა, რომ შევხვდე კოლეგა პარლამენტის თავმჯდომარეებს. რა თქმა უნდა, გამოსვლის ფარგლებში ვისაუბრო თანამშრომლობის მნიშვნელობაზე შავი ზღვის გამოცდილებით და ამ მხრივ, ხმელთაშუაზღვის საპარლამენტო ასამბლეასთან გვქონდეს ჩვენი გამოცდილების გაზიარება და რეგიონული თანამშრომლობის საკითხებზე საუბრის შესაძლებლობა", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.












