ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა ხელისუფლების და ქვეყნის დასამხობად, 90-იან წლებში დასაბრუნებლად მივიდა, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისივე თქმით, 4 ოქტომბერი იმ პროცესის კულმინაცია იყო, რაც ბოლო რამდენიმე თვეა მიმდინარეობს.

„სახელმწიფოს დამამხობლები კიდევ ბედავენ, დედაქალაქის მცხოვრებლებს დისკომფორტი შეუქმნან. სახელმწიფო ამ საკითხს მეთოდურად უდგება, რამდენიმე რადიკალმა და ქვეყნის დამამხობელმა ჩვენს თანამოქალაქეებს დისკომფორტი არ შეუქმნან. 4 ოქტომბერი იმ პროცესის კულმინაცია იყო, რასაც ბოლო რამდენიმე თვეა ვაკვირდებით. სახელმწიფო გადატრიალება კულმინაცია იყო.

მეთოდურად მივუდგებით, რომ თანამოქალაქეებს დისკომფორტი არ შეექმნათ. ამ პროცესს იქამდე მივიყვანთ, რომ უზრუნველყოფილი იყოს მართლწესრიგი და საზოგადოების მშვიდობიანი განვითარება. ვინც 4 ოქტომბერს თავისუფლების მოედანზე მივიდა, ყველა ხელისუფლების და ქვეყნის დასამხობად და 90-იან წლებში დასაბრუნებლად მივიდა. რამდენიმე ასეულ რადიკალს საშუალებას არ მივცემთ, რომ მოსახლეობა ქაოსისთვის და 90-იანი წლებისთვის გაწიროს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.