გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს. ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„1921 წლის 21 თებერვალს საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ ქვეყნის კონსტიტუცია მიიღო. მისი მიღება საქართველოს გასაბჭოებამდე სამი დღით ადრე მოესწრო და უმნიშვნელოვანესი ფუნქცია შეიძინა. ეს დოკუმენტი მომავალი თაობებისთვის დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლის ფუნდამენტური წინაპირობა გახდა. გილოცავთ პირველი კონსტიტუციის დღეს“, – წერს შალვა პაპუაშვილი.