ევროკავშირის ელჩს მოვუწოდებ, ქართველ ჟურნალისტებთან ტონს დაუწიოს, ამას არავინ კადრულობს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა, ჟურნალისთან ტონს არავინ უნდა აუწიოს.

„რა დღეში ჰქონია ნერვები ევროკავშირის ელჩს, გასაკვირია. ვისურვებდი, რომ მან შესაბამის ტონში ისაუბროს ჟურნალისტებთან. ასეთ აწეულ ტონს ქართველ ჟურნალისტებთან არ კადრულობს არავინ მიუხედავად კრიტიკული კითხვებისა. ამას რომ ევროკავშირის ელჩი კადრულობს, ასეთი ტონით ესაუბროს ქართველ ჟურნალისტს, ეს მიუღებელია და მოვუწოდებ, ტონს დაუწიოს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.