როდესაც უხეში გაყალბება ხდება კვლევების, მგონი, სულ მცირე, არის ეთიკის და ღირსების საკითხი ნებისმიერი ორგანიზაციის, რომ თავი დაანებოს კვლევებს, „ედისონ რისერჩს“ შეეხება ეს განსაკუთრებით, თუმცა სხვა ორგანიზაციებიც გვინახავს ჩვენ, რომელიც აბსოლუტურად აცდენილი არიან ხოლმე რეალობას, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, გარკვეულ კვლევით ორგანიზაციებში არის კორუფცია.
„ეს არის დასტური კორუფციისა კვლევით ორგანიზაციებში და პოლიტიკური კორუფციისა, რომელიც ჩანს. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჩვენ ვხედავთ, რომ ოპოზიციას თავისი კვლევითი ორგანიზაციები აქვს, რომლითაც მანიპულირებს შემდეგ საზოგადოების განწყობებზე. სინამდვილეში, ასეთი კვლევები არის არა იმისთვის, რომ შეისწავლონ საზოგადოების განწყობა, არამედ არის ის, რომ გავლენა მოახდინონ საზოგადოების განწყობებზე. დავიმახსოვროთ, მოვინიშნოთ, „ედისონ რისერჩში“ 100 პროცენტი ჰგონიათ 102 პროცენტი. გამოგვადგება 2024 წლის არჩევნებს როცა მოვუახლოვდებით და მათი კვლევები გამოქვეყნდება, გავიხსენოთ ხოლმე, რომ ეს ის ორგანიზაციაა, რომელთანაც 100=102-ს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.