მე არ ვიცი, აქვს თუ არა კოვიდი, მაგრამ პალატაში მოუწყვეს მას რეანიმაციული განყოფილება. ოღონდ, ამ პალატას ოფიციალურად არ ჰქვია რეანიმაციული განყოფილება. - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს კითხვები მიხეილ სააკაშვილის კორონავირუსით ინფიცირებასთან დაკავშირებით.
„არის ბევრი კითხვის ნიშანი – ერთი თვის წინ ვიზიტების შეწყვეტა ოჯახის წევრებისთვის, მეგობრებისთვის, შემდეგ რატომღაც ჩვენი შეფუთვები ისე, რომ კოვიდი არ არსებობდა ქვეყანაში. მე ჩემი მოსაზრებები მაქვს. გახსოვთ განცხადებები, რომ კი, სააკაშვილი ავადაა, მაგრამ არ არის მძიმე ავადმყოფი და მძიმე რომ იყოს, მაშინ მას განვათავსებდით ინტენსიურში ან რეანიმაციულ განყოფილებაში. ახლა კოვიდი გამოჩნდა და შესაბამისად, სააკაშვილი არის მძიმე ავადმყოფი. ბოლო დღეებში რამდენჯერმე დაკარგა გონება. ახლა კოვიდის საფუძველზე და ამ მიზეზით პალატაში მოუწყვეს აპარატურით ინტენსიური და თერაპიული, რეანიმაციული მოწყობილობები. ახლა იტყვიან, რომ მაინც არაა მძიმე, თავის პალატაში წევს, რეალურად კი, რეანიმაციულ განყოფილებაშია. მე იურისტი ვარ, ყველაფერს უნდა შევხედო ეჭვის თვალით და გადავამოწმო. მასთან შესვლის როგორი პირობებიც იყო, წარმოუდგენელია, რომ რაიმე დამართნოდა, თეორიულადაც კი წარმოუდგენელია. ირგვლივ არავის დადასტურებია და ასე ჰაერში, რა ვიცი.
მე არ ვიცი, აქვს თუ არა კოვიდი, მაგრამ პალატაში მოუწყვეს მას რეანიმაციული განყოფილება. ოღონდ, ამ პალატას ოფიციალურად არ ჰქვია რეანიმაციული განყოფილება. პროცესზე რომ დაიკითხებიან, იტყვიან, რომ არ წევს რეანიმაციულ განყოფილებაში. როგორც ჩანს, თავს იზღვევენ და მეორე – სასამართლოსთვისაა ეს ყველაფერი განკუთვნილი, რომ შემდეგ ადვოკატებმა არ ვთქვათ, თუ მძიმე არაა, მაშინ რატომაა რეანიმაციულში. ახლა იტყვიან, არის თერაპიულში, სინამდვილეში, არის რეანიმაციაში.
იმიტომ არ მიშვებენ, რომ ეს ყველაფერი არ ვნახო. სხვა ახსნა არ მაქვს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ადვოკატი ვარ, კითხვებს ვსვამ და პასუხები მინდა. გიული ალასანია ტყვიაგაუმტარია, თუ კოვიდამტანია? რით განსხვავდება? კორონავირუსის დროს სხვა კლინიკებში პატიმრებთან შევდიოდი და მათ ვნახულობდი აღჭურვილობის მეშვეობით“, – განაცხადა შალვა ხაჭაპურიძემ.