საქართველოში ჩინეთის საელჩო ანაკლიის პორტთან დაკავშირებით აშშ-ის ელჩის განცხადებას ეხმიანება
„გვინდა, აღვნიშნოთ, რომ საქართველოში აშშ-ს საელჩოს ხელმძღვანელის განცხადებები, როგორებიცაა: „China Communications Construction Company-ის უმეტესობას „ჩინეთის კომუნისტური პარტია“ ფლობს“ და „China Communications Construction Company და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკა არის რუსეთის არმიის ნომერ პირველი დამფინანსებელი“ – აბსურდულია და ფაქტებთან სერიოზულად შეუსაბამო. ჩინური მხარე მკაცრად გმობს მსგავს განცხადებას. ჩინური მხარე ხაზს უსვამს, რომ განცხადება ეწინააღმდეგება პრეზიდენტ სი ძინპინისა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ დადგენილ სან-ფრანცისკოს ხედვას. ჩინური მხარე, ასევე, წუხს იმ ფაქტის გამო, რომ ამერიკელმა დიპლომატმა განცხადების გაკეთებისას პროფესიონალიზმი არ გამოიჩინა“, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.
წყარო: საზოგადოებრივი მაუწყებელი