ამის შესახებ ინფორმაციას სომხეთისსაინფორმაციო სააგენტოები ავრცელებენ.
ერევნის ზვართნოცის აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრის თვითმფრინავი დაეშვა. აეროპორტში საქართველოს პრემიერ-მინისტრს სომხეთის ვიცე-პრემიერი ტიგრან ხაჩატრიანი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვაჰან კოსტანიანი და ერევნის მერი ტიგრან ავინიანი დახვდნენ, - წერს სომხეთის პრესა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ერევანში შეხვედრებს გამართავს სომხეთის პრეზიდენტ ვაჰან ხაჩატურიანთან და პრემიერ-მინისტრ ნიკოლ პაშინიანთან. სომხეთისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრები შეხვედრის შემდეგ მედიისთვის განცხადებებს გააკეთებენ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით დელეგაციაში შედიან პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი გიორგი ამილახვარი და მთავრობის აპარატის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი.