ღონისძიება რუმინეთის სავაჭრო სამრეწველო პალატის ორგანიზებით ჩატარდა და მასში 11 ქვეყნის 70-ზე მეტი კომპანია და ორგანიზაცია მონაწილეობდა.
საქართველიდან ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს, საზღვაო აკადემიის და სხვადასხვა კერძო კომპანიების წარმომადგენელებმა.
ფორუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოვიდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თამარ ბერუჩაშვილი, რომელმაც დამსწრე საზოგადოებას შავი ზღვის დამაკავშირებელი დერეფნის განვითარებასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის ხედვა და პრიორიტეტები წარუდგინა.ელჩმა ისაუბრა საქართველოსა და რუმინეთის სტრატეგიული თანამშრომლობის ფარგლებში, ორი ქვეყნის დამაკავშირებელი პორტების თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და სამომავლო პერსპექტივებზე.
კერძოდ, შავი ზღვის გავლით, ევროპისა და აზიის დაკავშირებადობის კონტექსტში, რუმინეთსა და საქართველოს შორის საზღვაო მიმოსვლის განვითარების ხელშეწყობის მნიშვნელობაზე. შეხვედრები გაიმართა ქ.კონსტანცას პორტის ადმინისტრაციის გენერალურ მენეჯერთან, საზღვაო აკადემიის რექტორთან და რუმინეთის საზღვაო ადმინისტრაციის გენერალურ მენეჯერთან.