„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთ ლიდერს, პარტია „ახალის“ თანათავმჯდომარეს ნიკა მელიას თავს დაესხნენ

შემთხვევა მაშინ მოხდა, როდესაც ნიკა მელია სამტრედიაში პარტიის ოფისის გახსნის შემდეგ, მედიის კითხვებს პასუხობდა. მელიასთან უეცრად ახალგაზრდა კაცი მივიდა, სახის არეში დაარტყა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. მომხდარს ხმაური მოჰყვა.