„ქართული ოცნების“ მესტიის ორგანიზაციას მესტიის მუნიციპალიტეტის მერი, კაპიტონ ჟორჟოლიანი უხელმძღვანელებს.
ადგილობრივი ორგანიზაციის თავმჯდომარე და ბიუროს წევრები მესტიაში, დღეს გამართულ კონფერენციაზე აირჩიეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პარტიული კონფერენციები გრძელდება.
13 სექტემბერს კონფერენციები გაიმართება ხობში, სენაკსა და ფოთში.