საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც დღეს უნდა გაეკეთებინა, ორშაბათისთვის გადაიდო.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.

პრეზიდენტის ბრიფინგი ორბელიანების სასახლეში 20:00 საათზე იყო ჩანიშნული.