თუ ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში და პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება!!!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რითაც ცენტრალური საარჩევნო კომისია განმარტებას გამოეხმაურა, სადაც აღნიშნულია, რომ სალომე ზურაბიშვილის ქალიშვილი, ქეთევან გორჯესტანი საკონსულო აღრიცხვაზე დგას საფრანგეთში და კანონის შესაბამისად, შეტანილი იქნება სპეციალურ სიაში, ხმის მიცემას კი პარიზში შეძლებს.
„თუ კარგად გავიგე ყველაფერს სწორად რომ გააკეთებ დარეგისტრირდები დროულად (23 ივლისს) მიიღებ საკონსულოდან დასტურს რომ ყველაფერი წესრიგშია და ვერ აღმოაჩენ შენ გვარს სიაში, თურმე პრეზიდენტის ქალიშვილი თუ ხარ, პრეზიდენტი თუ გააპროტესტებს საჯაროდ, მაშინ გეშველება !!!!! და სხვა ? ჩვენი ემიგრანტების უზარმაზარი ჯარი … იმათ რას ეუბნებით ? დაელოდეთ 7 ოქტომბერს და თუ ვერ აღმოაჩენთ თქვენ გვარს ვერც გამოასწორებთ!
და თურმე ეს დისკრიმინაცია, საარჩევნო უფლებების დარღვევა არაა და თურმე ვეწვევი უმანკო საარჩევნო ადმინისტრაციის დისკრედიტაციას!!!!!“, - წერს პრეზიდენტი.