ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქია იმ გაგებით, რომ აქვს ფული და მედიაზე, პოლიტიკაზე გავლენა აქვს - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილთან „ტვ პირველის“ ეთერში განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, არის თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოლიგარქი.
„კი ოლიგარქია, იმ გაგებით, რომ ფული აქვს, მედიაზე გავლენა და პოლიტიკაზე გავლენა აქვს, ამ გაგებით არის, მაგრამ ოლიგარქიის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ივანიშვილი და ივანიშვილის პრობლემა არის მეტი, ვიდრე ოლიგარქიზმი. პრობლემა არის ამ პოლიტიკური სისტემის გაუმჭვირვალობა. აუცილებელია ვიცოდეთ სად წყდება მთავარი გადაწყვეტილებები, როგორ შეიძლება ამ გადაწყვეტილებების შეცვლა, ან გავლენის მოხდენა და ა. შ...“,- განაცხადა პრეზიდენტმა.