დღეს ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია, არავინ იცის სად არის გადაწყვეტილებების მიღების ცენტრი - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილთან „ტვ პირველთან“ მიცემულ ინტერვიუში განაცხადა.
„ივანიშვილის სტატუსი ძალიან გაუგებარია დღევანდელ დღეს იმის მერე, რაც ოფიციალურად წავიდა ხელისუფლებიდან იმიტომ, რომ გარეთაც ისმევა კითხვა და მგონი საზოგადოებაშიც არის ეს განცდა, თუ კითხვა, სად არის მიღებული მთავარი გადაწყვეტილებები, რაზედაც პირდაპირი პასუხი, მტკიცებულება არანაირი არ მაქვს. არავინ იცის სად არის გადაწყვეტილების მიღების ცენტრი. ეს ახალგაზრდები ვინ არიან შემსრულებლები, გამხმოვანებლები, თუ ესენიც ღებულობენ გადაწყვეტილებებს. პრემიერი როცა ჩადის ევროპაში, იმას ამბობს, რაც მათ სურთ მოისმინოს და აქ პარლამენტში, სულ სხვა თემებით გამოდის.
კითხვა როცა არსებობს, ეს არის თავისთავად ცუდი პოლიტიკური სისტემისთვის, იმიტომ, რომ პოლიტიკური სისტემა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იცოდეს საზოგადოებამ, სად არის პასუხისმგებლობის ცენტრი, ვინ იქნება ხვალ პასუხისმგებელი ამ გადაწყვეტილებებზე თუ ამ რიტორიკაზე, რომელიც ამდენად დამაზიანებელია. უფრო რიტორიკაა დამაზიანებელი, ვიდრე ჯერჯერობით რაღაც კონკრეტული ნაბიჯები. ზოგი ნაბიჯის არგადადგმა არის დამაზიანებელი და ძირითადად რიტორიკა. ამას გვეუბნება ყველა“ , - აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.