ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
„მე პირადად არანაირი შეკითხვა აღარ მაქვს არც კობახიძესთან და არც მთავრობის შემადგენლობასთან იმიტომ, რომ ვფიქრობ, გასული დღეების განმავლობაში, ძალიან ნათლად ვნახეთ, რომ საქართველოს მოქალაქისთვის არაფერი იცვლება. ჩვენ გვეყოლება იგივე კორუმპირებული რუსეთის მსახური ხელისუფლება, უბრალოდ, ივანიშვილს ერთი სათამაშო მობეზრდა და გადააგდო ღარიბაშვილის სახით და მეორე მის სათამაშოს არქმევს პრემიერ-მინისტრს. დღეს ამას გააფორმებს ის ფორმალური შემადგენლობა, რომელსაც პარლამენტში ჰქვია ხალხის წარმომადგენელი უმრავლესობა და რეალურად არიან ივანიშვილის დანიშნული დეპუტატები“, - განაცხადა სამადაშვილმა.