რუსეთმა ოკუპირებულ აფხაზეთს მეორე ტრანშის სახით 72 მილიონი რუბლი (დაახლოებით 800 ათასი დოლარი) გადაურიცხა საჯარო მოხელეებისთვის ხელფასების გადასახდელად.
ამის შესახებ ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ფინანსთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელზე, ვლადიმერ დელბაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ვლადიმერ დელბას განცხადებით, იანვარში რუსეთმა „აფხაზეთს გაუგზავნა 344 მილიონი რუბლი, მეორე ტრანშის თანხა – 72 მილიონ რუბლს შეადგენს. აღნიშნული თანხა გათვალისწინებულია ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, სპორტის სისტემების თანამშრომლებისთვის სამუშაო ანაზღაურების გადასახდელად“.
თარგმანი: პირველი არხი