მე-10 მოწვევის პარლამენტის ოპოზიციონერი დეპუტატის, რომან გოცირიძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ პოლიტსაბჭოს ახალი წევრების წარდგენამ მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა შეიტანა პარტიაში.
„ჯერჯერობით, რაც ვნახეთ, ეს არის პოლიტსაბჭოს წევრობის კანდიდატები, ანუ მომავალი კანდიდატები, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის“ წესდებით, პოლიტსაბჭოს ირჩევს ყრილობა. არ მგონია, ყრილობამ უარი უთხრას იმ ადამიანებს, რომლებიც წარდგენილი არიან, მაგრამ ამ პროცესმა არა თუ განმუხტა ვითარება, არამედ მეტი დაძაბულობა და გაურკვევლობა შემოიტანა. სამწუხაროდ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესებს ბოლო არ უჩანს და ეს მთლიანად ოპოზიციას აზიანებს“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.
ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკურ საბჭოს დაემატა 20 წევრი (სია)