ის, რაც დაემართა ხვიჩა კვარაცხელიას, შეიძლება დამართოდა სხვებსაც. მან გაფრთხილება მიიღო არა სათამაშო სიტუაციაში, არამედ კამათისთვის - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს:
"საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია და მწვრთნელი არის დამნაშავე იმაში, რომ არ იცოდნენ, ესპანეთთან მიღებული ყვითელი ან წითელი ბარათი გადადიოდა თუ არა ევროპა ლიგის თამაშებზეც. ის, რაც დაემართა ხვიჩა კვარაცხელიას, შეიძლება დამართოდა სხვებსაც. მან გაფრთხილება მიიღო არა სათამაშო სიტუაციაში, არამედ კამათისთვის. თამაშის წინ რომ სცოდნოდა მოსალოდნელი შედეგი, ეს არ მოხდებოდა. რაც შეეხება ლუქსემბურგის ნაკრებს, არის ძლიერი გუნდი, ორჯერ მეტი ქულა დააგროვა გუშინ დამთავრებულ შესარჩევ ციკლში ვიდრე საქართველომ და ბოლო მომენტამდე ინარჩუნებდა ევროპის ჩემპიონატზე პირდაპირ გასვლის შანსებს. ხვიჩა კვარაცხელიას გარეშე მისი დამარცხება თუნდაც თბილისში იქნება ძალიან ძნელი. არაპროფესიონალიზმი, ბიუჯეტიდან გაფლანგული მილიონები და ორღობის დონის შიდა ჩემპიონატი - ესაა დღევანდელი ქართული ფეხბურთი და ლეგიონერების წყალობით ძლივს მიღწეული შანსები შეიძლება წყალში ჩაიყაროს" - წერს რომან გოცირიძე.
შეგახსენებთ: ხვიჩა კვარაცხელიამ ევრო 2024-ის საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო შეხვედრაში ესპანეთთან გაფრთხილება მიიღო. ეს იმას ნიშნავს, რომ ბოლო წლებში საქართველოს ნაკრებისთვის ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრას, ევროპის ჩემპიონატის პლეი ოფის ნახევარფინალურ მატჩს, გამოტოვებს, – ინფორმაციას ფეხბურთის ფედერაცია ავრცელებს.ხვიჩა კვარაცხელია ევრო 2024-ის პლეი ოფის ნახევარფინალს გამოტოვებს