“ოცნების” ფულიანმა კაცებმა დაკარგეს პარლამენტში მოხვედრის შანსი - ამის შესახებ "ევროოპტიმისტების" დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში წერს, რითაც ეხმაურება პარლამენტის ბიუროს დღევანდელ გადაწყვეტილებას, "გირჩის" საკანონმდებლო ინიციატივის განხილვის თაობაზე.

"სამარცხვინო რამ ხდება პარლამენტში. სულ ახლა, ბიუროზე, “ქართული ოცნება” დათანხმდა “გირჩის” ინიციტივას და უქმდება ქალთა კვოტები, როცა სიაში ყოველი მეოთხე უნდა ყოფილიყო ქალი. მაჟორიტარული სისტემის გაუქმებით “ოცნების” ფულიანმა კაცებმა დაკარგეს პარლამენტში მოხვედრის შანსი. ამიტომ, ქალთა კვოტის გაუქმებით, კვლავ გამოთავისუფლდება მათთვის ადგილები.სიაში ფულიანი, მორჩილი და ყველაფერზე ხელისმომწერი თუ ხელისამწევი კაცების მოხვედრის სანაცვლოდ, ისედაც დაჩაგრული ქალები კიდევ უფრო დაჩაგრეს. “გირჩმა” რომ ხელისუფლების თამაში ითამაშა, ეს ფაქტია. ამის მიზეზი მათ ტრადიციულ ეგზოტიკურ ახირებებში უნდა ვეძებოთ თუ “ოცნებასთან” გარიგებაში, ამას გვაჩვენებს დრო" - წერს რომან გოცირიძე.

გირჩის“ ინიციატივას საარჩევნო სიების ფორმირების პროცესში გენდერული კვოტირების ვალდებულების გაუქმების თაობაზე, პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს