როცა კაცად არ გაგდებენ, თავი კიტრად ნუ მოგაქვთ პაპუაშვილო და ქადაგიძევ! - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე სოციალურ ქსელში:
"პარლამენტის თავმჯდომარის ავტორიტეტი მთავრობის თვალში არის ნული, ხოლო, რა მოსატანია და საპროცედურო კომიტეტის თავმჯდომარის-მინუს ერთი. მათ მიერ გაპიარებულ რეგლამენტს თავზე ახევს ერთი უჩინარი ეკონომიკის მინისტრი და ეუბნება, რომ ფეხებზე ჰკიდია პარლამენტიც და მისი ვითომ საზედამხედველო და მაკონტროლებელი როლი.
უკვე მეხუთე სადეპუტატო კითხვაზე არ მაძლევს პასუხს, არა და ეს არა მხოლოდ რეგლამენტის, არამედ კონსტიტუციის მოთხოვნაა.
ასეთი რამ არასდროს მომხდარა ამ ექვსი წლის განმავლობაში, კვირიკაშვილის მინისტრობიდან დაწყებული თურნავათი დამთავრებული. როცა პარლამენტს ასე თავხედურად ექცევა ვიღაც ტექნიკური მინისტრი, რომლის პოლიტიკური წონა არის ნული, წარმოვიდგინოთ, როგორ უყურებენ პარლამენტში “ქსრთული ოცნების” ხელმძღვანელობას ძალოვნები, რომელთაც ზურგს “ის ბრძენი კაცი” უმაგრებს.
როცა კაცად არ გაგდებენ, თავი კიტრად ნუ მოგაქვთ პაპუაშვილო და ქადაგიძევ!" - წერს რომან გოცირიძე.