დღევანდელ დარბევაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს - წერს ოპოზიციონერი დეპუტატი რომან გოცირიძე:
"არა მხოლოდ ხელისუფლებაა დამნაშავე იმაში, რომ მოძალადე ჯგუფები დათარეშობენ ქვეყანაში და არბევენ მშვიდობიან აქციებს, არამედ ის მაუწყებლებიც, რომელებიც ავრცელებენ პუტინისტური “ალტინფოს” სიგნალს. პირველ რიგში ეს ეხება “მაგთის” და “მაივიდეოს”, რომლებიც მთელი ქვეყნის მასშტაბით მაუწყებლობენ. დამნაშავეები არიან ის ბანკები, რომლებიც ანგარიშებს უხსნიან და ემსახურებიან რუსეთის ხელისუფლებასთან დაკავშირებულ ძირგამომთხრელ ორგანიზაციებს და ხელს უწყობენ მათ ანტისახელმწიფოებრივი მიზნების მიღწევაში.
ყველა, დეპუტატი იქნება ეს, მთავრობის წევრი თუ მღვდელი, არის უკანასკნელი ნაძირალა, რომელიც აღვივებს ჰომოფობიურ განწყობილებებს და ეწევა ძალადობის წახალისებას.
დღევანდელ დარბევაზე პირდაპირი პასუხისმგებლობა ეკისრება პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომლის განცხადებები, მათ შორის ახლახან პარლამენტში გამოთქმული, გახდა ამ შავბნელი ძალების შემაგულიანებელი და დაუსჯელობის გარანტიის მიმცემი."