არაერთი ფაქტი ვნახეთ, რომ საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციური პარტიების საარჩევნო კამპანიებს აფინანსებენ და ამავდროულად საარჩევნო პროცესების „ობიექტური“ დამკვირვებლები არიან. რა თქმა უნდა, ეს ინტერესთა კონფლიქტია და ან ერთ ნაწილში გვაქვს საქმე სიცრუესთან ან მეორეში, იმიტომ რომ ის, ვინც ოპოზიციის საარჩევნო კამპანიას პირდაპირ აფინანსებს, საარჩევნო კამპანიის ობიექტური დამკვირვებელი აპრიორი ვერ იქნება, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.
იგი მიიჩნევს, რომ რადიკალური ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას ვერ გაუწევს და არჩევნები ქვეყანაში სამართლიანად და კონკურენტუნარიანად ჩატარდება.
„ფაქტი არის, რომ არავის მივცემთ იმის საშუალებას, რომ ობიექტური მიზეზი ჰქონდეს ვინმეს, არჩევნების შედეგები და პროცესი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს. ჩვენ გვაქვს ეს პასუხისმგებლობა და მას მაღალი სტანდარტით გავართმევთ თავს - საქართველოში ჩატარდება სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები. მაგრამ ამ ადამიანებს სამართლიანობისაც და კონკურენციისაც ეშინიათ, იმიტომ რომ რადიკალური ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ კონკურენციას რომ ვერ უწევს, ეს ბუნებრივია, ვინაიდან ჩვენ ვსაუბრობთ საქმეზე, ჩვენ მოგვაქვს პროგრესი, მშვიდობა და კეთილდღეობა. ისინი კი არეულობაზე და მეორე ფრონტზე, ომზე საუბრობენ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.