„რაც უფრო მეტს ილაპარაკებს რადიკალური ოპოზიცია, მით უფრო უკეთესი იქნება ჩვენი საზოგადოების არჩევანი, რათა ერთი მხრივ, მოხდეს ოპოზიციის ლუსტრაცია და მეორე მხრივ, 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებზე საზოგადოებას სამართლიანი და ობიექტური გადაწყვეტილების მიღება გაუმარტივდეს. უპასუხისმგებლობას, რადიკალიზაციას, დეზინფორმაციას საზოგადოება ყოველთვის ეტყვის უარს.“, - ამის შესახებ რატი იონათამიშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტის 2023 წლის საქმიანობის ანგარიში და 2024 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა.
„როდესაც მთავარ ოპოზიციურ პარტიობაზე გაქვს პრეტენზია და ისე მიდის ჯერ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ანგარიში და შემდეგ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიში, რომ ამ პარტიის თავმჯდომარე არც კი ესწრება სხდომებს - ეს უკვე ამ პოლიტიკური ჯგუფისგან თუ პარტიისგან კაპიტულაციაზე ხელმოწერის აღიარებაა
მეათე მოწვევის პარლამენტს ჩვენი ქვეყნისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო პერიოდში მოუწია მუშაობა. ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი, რაც ამ პერიოდში უნდა დამდგარიყო - ეს იყო მიიღებდა თუ არა ჩვენი ქვეყანა კონკრეტულ წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე. დღეს ეს მიზანი მიღწეულია. ჩვენმა ქვეყანამ მიიღო კანდიდატის სტატუსი და ამ პროცესში ერთ-ერთი ფლაგმანი იყო საქართველოს პარლამენტი. პარლამენტმა უზრუნველყო იმ გადაწყვეტილების მიღება, როდესაც ჩვენ მოგვენიჭა კანდიდატის სტატუსი და ჩვენ აუცილებლად ვაგრძელებთ ამ პროაქტიულ დღის წესრიგს - 9 ნაბიჯზე მუშაობას. დარწმუნებული ვარ, რომ მოლაპარაკებების კარის გაღებისთვისაც ჩვენი პარლამენტი შექმნის ობიექტურ, სანდო და ძლიერ კრიტერიუმებს, რასაც დაეფუძნება ის გადაწყვეტილება, რომელსაც საბოლოო ჯამში ჩვენი ევროპელი პარტნიორები მიიღებენ“, - განაცხადა რატი იონათამიშვილმა.