პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის რატი იონათამიშვილის განცხადებით, ოპოზიციას არც აქციების და არც გამჭვირვალობის კანონპროექტთან დაკავშირებით დისკუსიაში ჩართვის თავი აქვს, რადგან სიმართლე მათ მხარეს არ არის.
იონათამიშვილის თქმით, ოპოზიცია დეზინფორმაციით ცდილობს საზოგადოების მოტყუებას.
„ამ პროცესში კარგად ჩანს, რომ ძალიან ბევრი აქვთ დასამალი და პირველ რიგში, ჩვენი მოქალაქეებისთვის. რა არის დასამალი, რისთვის და რატომ, ამას პასუხები უნდა გაეცეს. ფაქტია, გამჭვირვალობა არის დემოკრატიების გამოწვევა და ამ ინიციატივის ირგვლივ ვერცერთი არგუმენტი ვერ მოვისმინეთ. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში მდიდარ „ენჯეოებსა“ და რადიკალურ ოპოზიციას შორის ზღვარი წაშლილია. მათ მოქალაქეების ინტერესები არ ადარდებთ. ცვლილებების წინააღმდეგ გამოდიან, რადგან როგორც ჩანს, საზოგადოებისთვის ბევრი რამ აქვთ დასამალი“, – განუცხადა რატი იონათამიშვილმა საქართველოს პირველ არხს.