"ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდით, რომ საბოლოოდ USAID არა თუ საქართველოს ან თუნდაც ამერიკელი ხალხის ინტერსებს ემსახურებოდა, არამედ ემსახურებოდა ერთ კონკრეტულ დღის წესრიგს, რომელიც აცდენილი იყო ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისგან," - ასე ეხმაურება პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი USAID-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს.

მისი თქმით, USAID-ის საქმიანობა და დაფინანსებული პროექტების მიზნების შესახებ მათთვის დიდი ხანია ცნობილია.

"ტრამპის ადმინისტრაციის პირველი გადაწყვეტილება იყო USAID-ის დახურვა და ახლა უკვე ისმის, რომ ამ პროგრამების გამოძიება უნდა მოხდეს. მათ შორის, ეს განცხადებები კეთდება ამერიკის კონგრესში და ჩვენ ვფიქრობთ, რომ კიდევ უფრო მეტ საინტერესო ამბავს გაიგებს ჩვენი საზოგადოება. თუმცა, ჩვენ ეს ყველაფერი ძალიან კარგად ვიცოდით, რომ საბოლოოდ USAID არა თუ საქართველოს ან თუნდაც ამერიკელი ხალხის ინტერესებს ემსახურებოდა, არამედ ემსახურებოდა ერთ კონკრეტულ დღის წესრიგს, რომელიც აცდენილი იყო ჩვენი სახელმწიფოს ეროვნული ინტერესებისგან. პირიქით, ძირის გამომთხრელ საქმიანობას ასპონსორებდა და უწყობდა ხელს," - აცხადებს რატი იონათამიშვილი.