„არასრულ 24 საათში ძებნის ღონისძიება, რომელიც მიმდინარეობდა შსს-თან ძალიან მჭიდრო კოორდინაციით, დასრულდა წარმატებით. სამივე პატიმარი არის უკვე განთავსებული შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში..." - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა.
" მინდა, მადლიერება გამოვხატო შს მინისტრის, ბატონი ვახტანგ გომელაურის, მიმართ ძალიან დიდი მხარდაჭერისთვის, ასევე, ჩვენი ღირსეული თანამშრომლების მიმართ, რომლებმაც ძალიან მაღალპროფესიულ დონეზე შეასრულეს ძებნის ღონისძიება. ჩვენ მთელი ამ 24 საათის განმავლობაში ვმუშაობდით უწყვეტ რეჟიმში და ეს ღონისძიება სწორედ ამ ადამიანების წყალობით დასრულდა წარმატებით... მთავარი არის ის, რომ სისტემამ აჩვენა კრიზისული სიტუაციის მართვის ბრწყინვალე უნარი კოლეგა უწყებასთან ერთად“, – აღნიშნა რატი ბრეგაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
ცნობისთვის, გუშინ თბილისში, სამედიცინო კვლევისთვის "ავერსის" კლინიკაში გადაყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ასევე მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ბადრაგი.