იუსტიციის მინისტრმა გადაცემა „იმედი LIVE“-ში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის მნიშვნელობაზე ისაუბრა. რატი ბრეგაძემ აღნიშნა, რომ, არსებული რთული გეოპოლიტიკური ვითარების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მისის მიღების ლეგიტიმური უფლება აქვს.
რატი ბრეგაძე გამჭვირვალობის კანონზე: „სამინისტრო აღასრულებს კანონს და საზოგადოებისთვის ცნობილი იყოს, თუ რა ტიპის უცხოური გავლენები არსებობს საქართველოში“
„ძალიან დრამატულადაა წარმოჩენილი ეს კანონი. სახელმწიფოს, რომლის ტერიტორიების გარკვეული ნაწილი არის ოკუპირებული, რომელიც იმყოფება რთულ გეოპოლიტიკურ ვითარებაში და, ფაქტობრივად, ფეთქებადსაშიშ ვითარებაში, და ამ ყველაფრის მიუხედავად თამამად მიიწევს ევროკავშირისკენ, ნატოსკენ, ნამდვილად უნდა ჰქონდეს იმის სრული ლეგიტიმური შესაძლებლობა და უფლებამოსილება, რომ კანონიერი გზით მოიძიოს ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა სახის უცხო ქვეყნის გავლენები არსებობს მის ტერიტორიაზე, და გაუზიაროს ის საზოგადოებას“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის თქმით, კანონის ძალაში შესვლის შემდგომ იუსტიციის სამინისტრო მას საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში აღასრულებს.
„მინდა მაგალითი მოვიყვანო. თუკი მე მაქვს ბინა მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში და არ ვაშავებ არაფერს, არცერთ მეზობელს არ ვუქმნი პრობლემას, პირიქით, ვარ კარგი მასპინძელი, რა უფლება აქვს ვინმეს, რომ მე დამასანქციროს და საყვედური გამომიცხადოს იმისთვის, რომ ჩემი სახლის კარს დავუყენო ისეთი საკეტი, რომელიც მე მინდა, ამით მე ხომ ხელს არავის ვუშლი?! დაახლოებით იგივეა ამ კანონთან დაკავშირებით - ჩვენ არავის საშინაო საქმეში არ ვერევით, ამ მაგალითზე რომ წარმოვიდგინოთ, ჩვენს კარზე ვაყენებთ საკეტს იმისთვის, რომ ვიცოდეთ ვინ შემოდის, ვინ გადის და ჩვენი ოჯახის წევრები რაც შეიძლება მშვიდად იყვნენ“, - აღნიშნა რატი ბრეგაძემ.
ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენმა პლატფორმა X-ზე დაწერა: „ვაცხადებ სავიზო შეზღუდვის მიზნით ახალ პოლიტიკას მათთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიის შელახვაზე, მათ შორის, „უცხოური გავლენის" შესახებ „ქართული ოცნების" შემოთავაზებულ „ქართული ოცნების“ შემოთავაზებული კანონზე".
ასევე, აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი „საქართველოში დემოკრატიის შელახვის გამო სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის შესახებ" სახელმწიფო დეპარტამენტის საიტზე პრესისთვის განცხადებას აქვეყნებს.