იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დაკავებული სამი პატიმრის სამოქალაქო კლინიკაში მკურნალობის შესახებ კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ სამოქალაქო კლინიკებში პატიმრების გაყვანა ხორციელდება რეგულარულ რეჟიმში, როდესაც ე.წ. ციხის საავადმყოფოში არ არის ადგილი ან საჭიროა სხვა დამატებითი უფრო კომპლექსური კვლევა

„ჩვენ გადაგვყავს პატიმრები სამოქალაქო კლინიკებში, განსხვავებით „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობისგან, რომლის დროსაც სისტემური პრობლემა იყო ადამიანების წამება და მათდამი არაადამიანური მოპყრობა. კლინიკის ნაცვლად ისინი გადაჰყავდათ მორგში, აბამდნენ გვამებზე და ასე მკურნალობდნენ“. - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა. 

ცნობისთვის, თბილისში,  სამედიცინო კვლევისთვის "ავერსის" კლინიკაში გადაყვანილი სამი პატიმარი გაიქცა. ასევე მომხდარ ფაქტზე დაკავებულია ბადრაგი.