იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს საერთაშორისო კონფერენციის მერე მედიასთან „ქართული ოცნების“ მიერ პარტიული ოცეულის დასახელებასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი.
"ქართული ოცნების“ პირველი ოცეული არის დაკომპლექტებული იმ ადამიანებით, რომელთაც სხვადასხვა სფეროში მიაღწიეს ძალიან დიდ წარმატებას, მათ შორის, რა თქმა უნდა, პოლიტიკაშიც. განსაკუთრებით სასიხარულოა ის გარემოება, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი არის სიის პირველი ნომერი და ვფიქრობ, ყველანი დარწმუნებულნი არიან იმაში, რომ სწორედ ეს ადამიანი არის ის პიროვნება, რომელიც ძალიან დიდ და მნიშვნელოვან როლს შეასრულებს „ქართული ოცნების“ დამაჯერებელ გამარჯვებაში", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.