სახელს ვერ გავიტეხ ისე, რომ გიორგი ვაშაძის მიტინგზე მივიდე, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ წევრმა, ალექსანდრე რაქვიაშვილმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„ვაშაძის აქტივობამ და ჩემი კოლეგა ოპოზიციონერების აქტივობამ სახელი გაუფუჭა მიტინგებს და ისე გამოდის, რომ ადამიანებს მიტინგზე მონაწილეობა არ უნდათ. არადა ეს დემოკრატიულ საზოგადოებაში მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია. ამიტომ მიტინგები აუცილებელია, მაგრამ რაც უფრო ნაკლებ მიტინგს გააკეთებს ვაშაძე, მით უკეთესი“, - აღნიშნა ალექსანდრე რაქვიაშვილმა.
დეპუტატები საგაზაფხულო სესიისთვის ემზადებიან. პირველი სხდომა 7 თებერვალს გაიმართება. დღის წესრიგშია ევროპული რეკომენდაციების შესრულების პროცესის დასრულება , ხალხის ძალის მიერ ინიცირებულ კანონპროექტებზე მსჯელობა და სახელმწიფო უწყებების ანგარიშების განხილვა. ამ ფონზე ოპოზიციის ნაწილი კვლავ ქუჩის აქციების ემზადება. საპროტესტო გამოსვლები უკვე დააანონსა „სტრატეგია აღმაშენებელამა“.