ივანიშვილმა კორუფცია ახსენა, როდესაც მესამედ შემოტრიალდა პოლიტიკისკენ. სავარაუდოა, რომ ეს დღევანდელი გადაადგილების ერთიერთი მიზეზი შეიძლება იყოს, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა და აღნიშნა, რომ კორუფცია, როგორც წესი ფეხს იკიდებს აღმასრულებელ სტრუქტურაში.

„უფრო მეტი კითხვის ნიშანია, ვიდრე ძახილის ნიშანი. ვარაუდი აგებულია ივანიშვილის და ნაწილობრივ ღარიბაშვილის ტექსტებზე, რაც ჩვენს ხელთ არის. ივანიშვილმა თავის დროზე კორუფცია ახსენა, როდესაც მესამედ შემოტრიალდა პოლიტიკისკენ. სავარაუდოა, რომ ეს დღევანდელი გადაადგილების ერთიერთი მიზეზი შეიძლება იყოს. კორუფცია, როგორც წესი ფეხს იკიდებს აღმასრულებელ სტრუქტურაში.

თითოეულ კორუფციონერობის კანდიდატს ცალცალკე რომ არ სდიო, შესაძლოა გაუჩნდათ ეს იდეა, რომ პრემიერი შეცვალონ, ერთი კაცის შეცვლით მთელი მინისტრთა კაბინეტი იცვლება. ამგვარი ცვლილებით მოხდეს ერთიანი გასუფთავება.

კორუფციის ბრალდების სამიზნეები აღარ იქნებიან. აღმოფხვრა ნიშნავს, რომ კორუფცია უნდა დასაჯო. კორუფცია არის უზარმაზარი კიბო, რომელიც უნდა მოაგვარო, უმკურნალო და ამოკვეთო. არჩევნები რომ მოდის, შესაძლოა ჩათვალეს, რომ ამგვარი გამოძიების დრო ახლა არ არის და მთლიანი კაბინეტის შეცვლა საშუალებას მისცემთ მათ, რომ ბრალდების ადრესატები აღარ იყვნენ მოსახლეობის მხრიდან“ - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.

ირაკლი ღარიბაშვილზე საუბრისას პოლიტოლოგმა აღნიშნა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პოპულარული ფიგურაა.

„მან კარგიც გააკეთა, ისეთი, რომ მოსახლეობამ დაინახა, კერძოდ, ომის თემა ღარიბაშვილს უკავშირდება, ღარიბაშვილმა გახადა რეგიონული ცენტრი თბილისი, აზერბაიჯან-ერევნის ურთიერთობის დარეგულირებისთვის მას პირადად გადაუხადეს მადლობა. ახლა ჩინეთთან ურთიერთობაში ღარიბაშვილი ერთ-ერთი აქტიურია. სამივე ხაზი საკვანძოა.

საქართველოს გულშემატკივრისთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოვლენებია, ამის კავშირი ღარიბაშვილთან ღარიბაშვილს აქცევს პოპულარულ ფიგურად”,- თქვა რამაზ  საყვარელიძემ.