ჩვენი უპირატესობა არის ღარიბაშვილის ეშმაკობები, - ამის შესახებ პოლიტოლოგმა რამაზ საყვარელიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს ევროინტეგრაციაზე საუბრისას განაცხადა.

მან გაიხსენა, რომ სწორედ ირაკლი ღარიბაშვილის პრემიერ-მინისტრობის დროს თბილისში ჩინეთის მატარებელი შემოვიდა, რის შესახებაც წინასწარ ინფორმაცია არ გავრცელებულა. წელს კი, პრემიერი ჩინეთში სპორტულ ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად ხელი მოაწერა შეთანხმებას სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ.

„ეს მოულოდნელი თემები დადო ღარიბაშვილმა ჩინეთის მიმართულებით. ჩინეთის მიმართულება თითქოს არაფერ შუაშია ევროკავშირთან, მაგრამ თუ გავითვალისწინებთ, რომ - და იწყება ბევრი პირობის ჩამონათვალი. ტრანზიტის დახურული რუსული ხაზი გადმოვიდა კავკასიაზე. ეს ტრანზიტი შემოდის ევროპაში. ევროპას აუცილებლად სჭირდება მონაწილეობა სატრანზიტო ხაზში და თბილისი, რა თქმა უნდა [მონაწილეობს ამაში]“, - განაცხადა რამაზ საყვარელიძემ.