"ქართული ოცნების" პარტიული კონფერენციები იმერეთის მხარეში გრძელდება. დღეს გამართულ კონფერენციებზე სამტრედიის, ხონის და წყალტუბოს ადგილობრივი ორგანიზაციების თავმჯდომარეები და ბიუროს წევრები აირჩიეს.
• სამტრედიის ორგანიზაციას სამტრედიის მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე უხელმძღვანელებს;
• ხონის ორგანიზაციას - ხონის მუნიციპალიტეტის მერი, ლადო ჯურხაძე;
• წყალტუბოს ორგანიზაციას - წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერი, გენადი ბალანჩივაძე.
26 ოქტომბერს კონფერენციები ქუთაისში, ვანსა და ბაღდათში გაიმართება.