პარტიის პრესსამსახურის ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, გასვლითი რეგიონული ღონისძიებები შიდა ქართლში გაგრძელდება.
დღეს, ქალაქ გორში გაიმართება შეხვედრა მოსახლეობასთან, სადაც სიტყვით გამოვლენ მმართველი პარტიის ლიდერები. ღონისძიება დაიწყება 18:00 საათზე.