საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური დეზინფორმაციას უწოდებს „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას გეგმავს.
პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან სანიკიძემ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ დღეს განაცხადეს, რომ მიხეილ ყაველაშვილი 9 მაისს მოსკოვში ჩასვლას და სამხედრო აღლუმზე დასწრებას აპირებს.
ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.