სპორტში მთავარია დისციპლინა და თავისუფლება, ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ ამ კუთხით შეიძლება ვკოჭლობდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში, ახალგაზრდა სპორტსმენებთან შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
"თქვენ, სპორტული სამყარო უკვე ხართ შესული ევროკავშირში. თქვენ წარმოადგენთ გამარჯვებულ და წარმატებულ საქართველოს. სპორტში მთავარია ორი რამ, ერთი დისციპლინა და მეორე თავისუფლება. რაღაცა ჩიტმა მომიტანა ამბავი, რომ ამ კუთხით შეიძლება ცოტა შეიძლება ვკოჭლობდეთ, მაგრამ არაუშავს. თავისუფლება არის ის, რაც მოსაპოვებელია და რაც ჩვენზე არის ყველაზე, დამოკიდებული. ამიტომ, მე მინდა გისურვოთ ყველას მეტი ევროპა, მეტი თავისუფლება და მეტი წარმატება და ვიცი, რომ თქვენი ხმა ევროპას გაეგონება!"- თქვა პრეზიდენტმა.