"პუტინის სტილის" აქცია... საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად", - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი "ქართული ოცნების" მხარდამჭერ აქციას სოციალურ ქსელში "ტვიტერი" ეხმაურება:

"გუშინ, მასობრივი სპონტანური საპროტესტო აქციების მე-15 დღე "რუსული კანონის" წინააღმდეგ და საქართველოს ევროპული მომავლისთვის. დღეს "პუტინის სტილის" აქცია: საჯარო მოხელეები ავტობუსით თბილისში ჩამოვიდნენ მმართველი პარტიის გადაწყვეტილებებისთვის ტაშის დასაკვრელად. ნამდვილი საქართველო თავისუფალი საქართველოა! ევროპული საქართველოა!" - წერს სალომე ზურაბიშვილი.