ევროინტეგრაციის პროცესი არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! - აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება!, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებისთვის მიმართვისას განაცხადა.
„ევროინტეგრაციის პროცესი არის გზა, რომელიც საქართველოს ევროპულ ოჯახში დაბრუნების გზაა! შეიძლება ამან მიიღოს მრავალი სხვადასხვა ფორმა, მაგრამ ჩვენ ვიცით, რომ აქ უკან დახევა არ არსებობს! აქ უკან დახევა არის საქართველოს დამთავრება! ასე რომ, ჩვენ წინ მივდივართ. თქვენ მიდიხართ წინ პირველ რიგში, ჩვენ მოგყვებით ყველანი. მე პირველ რიგში ვარ იმისთვის, რომ ვიყო თქვენს გვერდით“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს, ორბელიანების სასახლეში კულტურის სფეროს წარმომადგენლებს უმასპინძლა, რომლებიც ხელმოწერების კამპანიას შეურთდნენ.