საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა LCI-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის გასამართლება არარეალისტურია, რადგან არ ვართ ალისას საოცრებათა სამყაროში.
LCI: გულში იმედოვნებთ, რომ პუტინი და ასევე სი ძინ პინს როდისმე გასამართლდებიან? ეს ძალიან შორეულ პერსპექტივაში ჩანს, სი ძინ პინი, უიგურების გენოციდისთვის, ვლადიმერ პუტინი ბრალდებულია არა მხოლოდ ომის დანაშაულისთვის, არამედ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულისთვის. თქვენი პირადი სურვილია, რომ ეს ორი ადამიანი გასამართლდეს, პუტინი რა თქმა უნდა, უპირველესად, რადგან თქვენ უფრო გეხებათ...
პრეზიდენტი: ე ჩემი შინაგანი რწმენით ვფიქრობ, რომ ეს იქნებოდა ისტორიული შედეგი, რაც გარკვეულ საკითხებს თავის ადგილს მიუჩენდა. თუ მეკითხებით, ვფიქრობ, რომ ეს რეალისტურია? არა.
LCI: რატომ?
იმიტომ რომ ჩვენ რეალისტურ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ეს არ ხდება არ ვართ ალისას (საოცრებათა) სამყაროში.
შეიძლება უფრო მკაფიო ჟესტები გვქონდეს? მაგალითად, ის ჯერ კიდევ დიდი ჯვრით თუ არ ვცდები, საპატიო ლეგიონის დიდი ჯვრით არის დაჯილდოებული, უნდა მოხდეს მისი ჩამორთმევა.
დიახ, უდავოდ! ვფიქრობ, არ არის ძალიან მნიშვნელოვანი ის, პუტინია თუ სხვა ვინმე, ეს არის სისტემა.
რომელიც გაგრძელდება, შეიძლება გაგრძელდეს მის შემდეგ?
გარდა იმ შემთხვევისა, თუ არ ვაიძულებთ რომ უარი თქვან ამ იმპერიალიზმზე, და დაუბრუნდნენ ნორმალიზებას, მე სხვა სიტყვას ვერ ვპოულობ. სანამ რუსეთს დავტოვებთ იმპერიალისტურად და მივცემთ საშუალებას მოიქცეს იმპერიალისტურად, მოვა ვინმე სხვა და მოიქცევა ასევე. სისტემებს საკუთარი ლოგიკა აქვთ და ტოტალიტარულ, ავტორიტარულ სისტემებს კიდევ უფრო მეტად.
პრეზიდენტის სრული ინტერვიუ შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ: სალომე ზურაბიშვილი: დასავლეთი არ იყო დარწმუნებული, რომ ზელენსკი - ეს ახალგაზრდა პრეზიდენტი, სასცენო სფეროდან, წინააღმდეგობას გაწევდა და ის არაჩვეულებრივი აღმოჩნდა
თარგმანი საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახური.