საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის მდგომარეობის უმნიშვნელოვანეს საკითხებზე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით წარდგება.

პარლამენტის რიგგარეშე სხდომა, სადაც სალომე ზურაბიშვილი  ყოველწლიური მოხსენებით გამოვა, დღეს 12:00 საათზე დაიწყება.

პრეზიდენტის მოხსენებით გამოსვლის შემდეგ, სიტყვით ფრაქციებისა და პოლიტიკური ჯგუფების თავმჯდომარეები გამოვლენ. მათი გამოსვლების დასრულების შემდეგ კი პრეზიდენტს აქვს უფლებამოსილება პარლამენტს დასკვნითი სიტყვით მიმართოს.