„დღეს იმართება პირველი სხდომა ახალი შემადგენლობით. მინდა, ყველას წარმატებები გისურვოთ. წინა წლების განმავლობაში ძალიან ბევრი რამე გაკეთდა თითოეული თქვენგანის მონაწილეობით ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის და მინდა, მადლობა გადაგიხადოთ. ასევე მინდა, მადლობა გადავუხადო ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს სამი წლის განმავლობაში მთავრობის მეთაურობისთვის და ძალიან ბევრი რამის გაკეთებისთვის ჩვენი ქვეყნისთვის. - ამის შესახებ ირაკლი კობახიძემ მთავრობაში განაცხადა, სადაც პრემიერმინისტრის რანგში პირველი სხდომა ჩაატარა
"რამდენიმე საკადრო გადაწყვეტილება მინდა, გავაცნო საზოგადოებას. უკვე ცნობილია, რომ პირველი ვიცე-პრემიერის მოვალეობა დაეკისრება ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრს, ბატონ ლევან დავითაშვილს. მას წარმატებებს ვუსურვებ. ქალბატონ თეა წულუკიანს, კულტურის მინისტრს დაეკისრება ვიცე-პრემიერის მოვალეობა, ასევე ბატონ ირაკლი ჩიქოვანს დაეკისრება საქართველოს ვიცე-პრემიერის მოვალეობა. გვაქვს ცვლილება მთავრობის ადმინისტრაციაში. მთავრობის სტრატეგიული კომუნიკაციების უფროსი გახდება ბატონი მიხეილ ფეიქრიშვილი. თითოეულ თქვენგანს მინდა, წარმატებები ვუსურვო“,- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.